ინდოეთში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, უკრაინისთვის “სტარლინკის” სავარაუდო გათიშვაზე დასმული კითხვის პასუხად, თქვა:
არ ვაპირებთ ამ თემაზე თავდაცვით პოზიციაში ვიყოთ, რადგან, აშშ-ისგან დახმარება რომ არ ყოფილიყო, მათ შორის – ტრამპის ადმინისტრაციის დროს, ახლა უკრაინა არ იქნებოდა. უკრაინა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, აღარ იარსებებდა.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინელი მებრძოლების სიმამაცე არ უნდა აღინიშნოს, რადგან ისინი ძალიან მამაცურად იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის და არაჩვეულებრივ რაღაცებს აკეთებენ მათთვის გაწეული დახმარებით, წინააღმდეგობას უწევენ დიდ – მათზე ბევრად დიდ ქვეყანას.
საერთაშიროსო alia.ge