აშშ-მა იმედი გამოთქვა, რომ სამხრეთი კორეის ხელისუფლება კანონმდებლების აზრს გაითვალისწინებს და გააუქმებს საომარ მდგომარეობას

2 weeks ago 13

აშშ-მა 3 დეკემბერს იმედი გამოთქვა, რომ სამხრეთი კორეის მთავრობა პატივს ცემს საკანონმდებლო ორგანოს წერების გადაწყვეტილებას და გააუქმებს საომარ მდგომარეობას, რომელიც პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა შემოიღო. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, “ რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ქვეყნის კანონები და წესები დაცული იქნება. ეს ეხება პარლამენტში კენჭისყრას“ - უთხრა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედანტ პეიტელმა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა, ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება ჩრდილოეთ კორეის შიდა მხარდამჭერებთან ბრძოლის აუცილებლობით ახსნა.

გადაწყვეტილება მიღებული იქნა უდიდესი ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის მიერ მნიშვნელოვანი სამთავრობო პირების იმპიჩმენტის გამოცხადების მცდელობის შემდეგ, იტყობინება "KBS World Radio".

სატელევიზიო მიმართვაში იუნმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ მთავრობის მუშაობისა და სასამართლო სისტემის პარალიზება მოახდინა. საომარი მდგომარეობა, განაცხადა პრეზიდენტმა, ხელს შეუწყობს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნებას. მან დემოკრატიული პარტია "საკანონმდებლო დიქტატურაში" დაადანაშაულა და პარლამენტს "დამნაშავეთა ბუდე" უწოდა.

პრეზიდენტს საომარი მდგომარეობის მოხსნისკენ მოუწოდა სამხრეთ კორეის მმართველი პარტიამაც. საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი იტყობინება, რომ პარტიამ მოუწოდა მას სასწრაფოდ გააუქმოს საომარი მდგომარეობა პარლამენტის მიერ განკარგულების წინააღმდეგ კენჭისყრის შემდეგ.

საინფორმაციო სააგენტო "იონჰაპის" ცნობით, ოპოზიცია ითხოვდა მთავარი სახელმწიფო აუდიტორისა და გენერალური პროკურორის გადადგომას. პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტმა, ხელისუფლების ზეწოლის საწინააღმდეგოდ, ბიუჯეტის შემცირების კანონპროექტი დაამტკიცა. დემოკრატიული პარტიის ლიდერმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არაკონსტიტუციური და საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უწოდა. 3 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ მოიწვია მეთაურების სხდომა და სამხედროებს საგანგებო მზადყოფნა უბრძანა.

სრულად წაკითხვა