აშშ-მა ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების მორიგი ტალღა განახორციელა

1 week ago 35

1

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების მორიგი ტალღა განახორციელა, – ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები ზედიზედ მე-8 ღამეს განახორციელეს.

„CENTCOM-ის ძალებმა წარმატებული იერიშები მიიტანეს ირანის სანაპირო სათვალთვალო და საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, საზღვაო შესაძლებლობებზე, ასევე რაკეტებისა და დრონების საცავებზე“, – აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, დარტყმების მიზანი ირანის სამხედრო შესაძლებლობების დასუსტებაა.

ასევე, CENTCOM-ის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის იმ ქვედანაყოფებს დაარტყეს, რომლებმაც იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებზე შეტევა განახორციელეს.

სრულად წაკითხვა