აშშ-მა “მწვანე ბარათის“ გათამაშების პროგრამა შეაჩერა

1 hour ago 3

აშშ-მა “მწვანე ბარათის“ (Green Card Lottery) გათამაშების პროგრამა შეაჩერა.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრის კრისტი ნოემის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით გასცა ბრძანება საემიგრაციო ვიზების პროგრამის (DV1), “მწვანე ბარათის ლატარიის“, (Green Card Lottery) შეჩერებაზე.

მისი თქმით, ბრაუნის უნივერსიტეტში სროლაში ეჭვმიტანილი კლაუდიო მანუელ ნევეშ-ვალენტე შეერთებულ შტატებში 2017 წელს DV1 პროგრამით შევიდა და შემდგომში “მწვანე ბარათი” მიიღო.

მისივე განცხადებით, პროგრამის შეჩერება აუცილებელია, რათა “ამერიკელებს ზიანი აღარ მიადგეთ”.

სრულად წაკითხვა