WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის საინვესტიციო ბანკს და მის ორ შვილობილ კომპანიას - ვაშინგტონი მათ ადანაშაულებს ირანისთვის დახმარების გაწევაში ნავთობით მიღებული მოგების გადაადგილებაში და მისთვის წვდომის მიცემაში საერთაშორისო საფინანსო სისტემასთან.

ეს ნაბიჯი ნაწილია ვაშინგტონის ძალისხმევისა ინტენსიური ზეწოლა განახორციელოს ირანის ეკონომიკაზე.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 4 სექტემბერს ირანის სანქციების ფარგლებში დაასახელა სტამბოლში განთავსებული Golden Global Yatirim Bankasi Anonim Sirketi და, ასევე Golden Global Portfoy Yonetimi და Golden Global Varlik Kiralama.

ეს სამი უწყება დაემატა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ საგანგებოდ შემუშავებულ სიას, რითიც, ფაქტობრივად, მათ გადაეჭრათ კავშირი აშშ-ის ფინანსურ სისტემასთან. სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა ზოგადი ლიცენზია, რომლითაც ამ უწყებებთან ტრანსაქციები უნდა შემცირდეს.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის თქმით, ვაშინგტონის მიერ ირანის ეკონომიკის წინააღმდეგ გატარებული ახალი და ინტენსიური კამპანიის სამიზნეებია ფინანსური ინსტიტუტები და სხვა არხები, რომლებიც ირანს ეხმარებიან მოგების მიღებასა და გადაადგილებაში.