აშშ-მა უკრაინას 20 მილიარდ დოლარის კრედიტი გამოუყო რუსეთის გაყინული აქტივებიდან

1 week ago 4

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო იტყობინება, რომ უკრაინას გამოუყო 20 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტი.

ეს თანხა დაიფარება დასავლეთში რუსეთის გაყინული აქტივებიდან. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ კიევისთვის ამ სახსრების გამოყოფა მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა რუსეთის აგრესიისგან უკრაინის დასაცავად.

ეს თანხა ნაწილია იმ 50 მილიარდი დოლარისა, რომლის გარშემო „დიდი შვიდეულის“ სამიტზე შეთანხმდნენ. ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა ადრე, გამოუყოს უკრაინას 35 მილიარდი ევროს კრედიტი რუსეთის გაყინული აქტივებიდან.

რუსეთთან უკრაინის ომის დაწყვების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს გაუყინეს მისი 300 მილიარდზე მეტი დოლარის ოდენობის აქტივები, რომლის დიდი ნაწილი ევროპაში ინახება. შარშან ევროკავშირში რუსეთის სახსრებიდან შემოსავალმა სამი მილიარდი შეადგინა. 2024 წელს ევროკავშირმა დაიწყო უკრაინისთვის რუსეთის აქტივების გამოყენებით შემოსული თანხების გადარიცხვა.

კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი კატეგორიულად წინააღმდეგია თავისი აქტივების უკრაინისთვის გადარიცხვისა და გააფრთხილა ისინი, ვინ ამ პროცესთან არიან დაკავშირებული, რომ სასამართლოში უჩივლებს მათ.

სრულად წაკითხვა