აშშ რუსეთის ნავთობის მრეწველობის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრ სანქციებს დააწესებს – Reuters

3 hours ago 1

Reuters-ი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ რუსეთის ნავთობის მრეწველობის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრ სანქციებს დააწესებს.

საერთაშორისო გამოცემა იტყობინება, რომ შავ სიაში დაახლოებით 180 გემი, ათობით მოვაჭრე, ორი მსხვილი ნავთობკომპანია და რუსული ნავთობის ინდუსტრიის ზოგიერთი მენეჯერი მოხვდება.

კერძოდ, ოფიციალური ვაშინგტონი სანქციებს დააწესებს ორი უმსხვილესი ნავთობკომპანიის – Gazprom Neft-ისა და Surgutneftegaz-ის, ასევე მზღვეველების – Ingosstrakh-ისა და Alfastrahovanie-ის მიმართ, რომლებიც აზღვევს ინდოეთში რუსული ნავთობის მიმწოდებელი გემების უმეტესობას.

Reuters-ის ცნობით, აღნიშნულმა ინფორმაციამ პარასკევს ნავთობის მსოფლიო ფასების 3%-ით (დაახლოებით 80 დოლარით) ზრდა განაპირობა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სანქციები რუსული ნავთობის ექსპორტის სერიოზულ შეფერხებებს გამოიწვევს მისი მთავარი მყიდველებისთვის – ინდოეთსა და ჩინეთისთვის.

სრულად წაკითხვა