აშშ სავიზო სანქციებს უწესებს სამართალდამცავებისა და მუნიციპალური ჩინოვნიკების ნაწილს

2 days ago 2

ვახტანგ გომელაურისთვის ფინანსური სანქციების დაწესების გარდა, სავიზო შეზღუდვებს უწესებს სამართალდამცავებისა და მუნიციპალური ჩინოვნიკების ნაწილს, ასევე მათ ოჯახის წევრებს.

სანქციები უწესდებათ ძალოვნებს, რომლებიც „მონაწილეობდნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში“ და „მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს უფლებამოსილება ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით“.

„შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წევრების, უფლებადამცველების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ“, — აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა