25 აპრილი 2024, 11:16

17

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ATACMS-ის ტიპის რაკეტები გაუგზავნა – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ადასტურებს.

ვედანტ პატელი ამბობს, შორი რადიუსის მოქმედების რაკეტები უკრაინას პრეზიდენტის მითითებით მიაწოდა.

მე შემიძლია დავადასტურო, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას პრეზიდენტის პირდაპირი მითითებით მიაწოდა ATACMS შორი რადიუსის რაკეტები. გაგზავნილი საბრძოლო მასალა უკრაინაში აპრილში ჩავა”, – თქვა მან.