აშშ-ში 55 მილიონზე მეტი მოქმედი ვიზის მფლობელის ამოწმება

1 day ago 3

Associated Press-ის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ყველა ვიზის მფლობელი, მათ შორის ტურისტები, მუდმივ მონიტორინგს ექვემდებარება. შემოწმებები მოიცავს სოციალური ქსელების ანგარიშებს, სამართალდამცავი სტრუქტურებისა და საიმიგრაციო სამსახურის მონაცემებს, ასევე შესაძლო სამართალდარღვევებს, ჩადენილს აშშ-ში ყოფნის პერიოდში.

დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ვიზა გაუქმდება, ხოლო თუ მისი მფლობელი უკვე აშშ-შია, მას დეპორტაცია ემუქრება. გამოცემის მიხედვით, ეს ცვლილება ნიშნავს, რომ ვიზის გაუქმება შესაძლოა ნებისმიერ დროს მოხდეს, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკვე ნებართვა აქვს.

შინაგან უსაფრთხოების სამინისტროს მონაცემებით, აშშ-ში 12,8 მილიონი მწვანე ბარათის და 3,6 მილიონი დროებითი ვიზის მფლობელია.

სრულად წაკითხვა