აშშ-ში ახლახან კიდევ ერთი ავიაკატასტროფა მოხდა – არის მსხვერპლი

1 week ago 11

აშშ-ში, ფლორიდის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

ავარია ქალაქ ბოკა რატონში, პარასკევს ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე მოხდა. abcnews-ის ცნობით, თვითმფრინავი აფრენიდან 20 წუთში ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის კადრები მედიაში ვრცელდება. როგორც კადრებიდან ჩანს, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, ცეცხლი ავტომობილებსაც გაუჩნდათ.

ინფორმაცია განახლებადია.

სრულად წაკითხვა