WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აშშ-ში დაბადებულ ჩვილებს მოქალაქეობა ისევ ავტომატურად მიენიჭებათ – უზენაესმა სასამართლომ ტრამპის სარჩელი გააუქმა –  ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ძალაში დატოვეს 150-წლიანი ტრადიცია, რომელიც კონსტიტუციაშია გაწერილი და ამერიკის ტერიტორიაზე დაბადებულ ჩვილებს ავტომატურად ანიჭებს აშშ-ის მოქალაქის სტატუსს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ წესის ცვლილებას თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნებისთანავე მოაწერა ხელი, თუმცა აღმასრულებელი განკარგულება სასამართლოში გასაჩივრდა.