პრემიერ ლიგაში შუა კვირის ტურია, გიორგი მამარდაშვილის მომავალი კლუბი ლივერპული კი ნიუკასლ იუნაიტედს დაუპირისპირდება, რომელთან მატჩამდეც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა ჟურნალისტებთან ქართველი ფეხბურთელის ნაადრევ ტრანსფერზე ისაუბრა.
გუნდში ხშირად მიდის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეგვიძლია გაძლიერება. მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა ჯერ დახურულია, თუ ჩვენ შესაძლებლობა ვიგრძენით, მის გამოყენებას მაშინვე ვცდილობთ.
სწორედ ასე მოხდა მეკარის პოზიციასთან დაკავშირებით. დავინახეთ, რომ გიორგი მამარდაშვილის დამატების შანსი გაგვიჩნდა და ეს ტრანსფერიც წარმატებით დაიხურა.
- თქვა არნე სლოტმა.
გიორგი მამარდაშვილი ლივერპულს 2025 წლიდან შეუერთდება, იქამდე კი ქართველი მეკარე სეზონს ვალენსიასთან ერთად დაასრულებს.