“სოციალურ ქსელში მივიღე მუქარისა და შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველი შეტყობინება, სადაც არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი ოჯახის წევრებიც უხეშად მოიხსენიეს.
შეტყობინების სქრინშოთს შეგნებულად არ ვავრცელებ, რადგან ის სავსეა უცენზურო გამოთქმებით, პირად შეურაცხყოფითა და აშკარა მუქარით.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა – წინა მსგავს ფაქტებზე პოლიციას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გენ. პოლიციასა და სხვებს არაერთხელ მივმართე, თუმცა პასუხი დღემდე არ მიმიღია. ამიტომ ამჯერად ოფიციალურად განცხადების გაკეთებას აღარ ვაპირებ, რადგან ცხადია, ჟურნალისტების უსაფრთხოება და მათი დაცვა პრიორიტეტი არ არის.
მიუხედავად მუქარებისა და ზეწოლის, ჩემს საქმეს გავაგრძელებ. ვთვლი, რომ ასეთი აგრესია პირდაპირი შედეგია იმ პოლიტიკური და მორალური ატმოსფეროსი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ქმნის ქვეყანაში – გარემოსი, სადაც ჟურნალისტის დევნა და დამცირება ყოველდღიურ რეალობად იქცა.