ბათუმში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო სასტუმროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 15-მდე საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს ,,კარგი მასპინძლის” სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროექტების განვითარების სააგენტომ მათ სპეციალური ჯილდოები და ბრენდირებული სასაჩუქრე მასალები გადასცა. პროექტი ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ისახავს, ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმართმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას განავითარონ ტურისტული ბიზნესი.
პროექტი ,,კარგი მასპინძელი” აჭარაში გასულ წელს დაიწყო და მასში ჩართვა ნებაყოფლობითია. ,,კარგი მასპინძლის” სტატუსის მისაღებად მასპინძელი უნდა ფლობდეს მოწესრიგებულ საოჯახო-სასტუმრო სახლს, ქმნიდეს დასვენებისთვის საჭირო პირობებსა და კომფორტულ გარემოს, ზრუნავდეს სერვისის გაუმჯობესებასა და ავთენტიკური გარემოს შენარჩუნებაზე. პროექტისა და კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციის მიღება მსურველებს აღნიშნულ ლინკზე https://infoajara.com/ka/good-host შეუძლიათ.
პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციასა და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოამზადა. სააგენტო „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს ეხმარება ობიექტების პოპულარიზაციაში, რაც მოიცავს ფოტო-ვიდეო მასალების შექმნას, მანიშნებლების დადგმას, ტრენინგებს სერვისის მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მიზნით ინფოტურებში ჩართულობასა და ბრენდირებული სუვენირებით უზრუნველყოფას.
ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

19 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·