2
აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეს თავს დაესხნენ. ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს
ზაურ ახვლედიანი ხელოვნების მუზეუმში ღონისძიებას ესწრებოდა, რა დროსაც უცნობმა კაცმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დაპირისპირება კი რამდენიმე წუთში ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიასა და ბათუმის მერიის წინ გაგრძელდა.
🔻 „აჭარა თაიმსის“ ცნობით, მომხდარი თავად ზაურ ახვლედიანმა დაადასტურა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. მისი თქმით, თავდამსხმელი ტერიტორიიდან განარიდეს, ხოლო თავად პოლიციისთვის არ მიუმართავს. გამოცემის ინფორმაციით, პირი, რომელიც ზაურ ახვლედიანს თავს დაესხა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის ოჯახის წევრია.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·