საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი, გიორგი დეკანოსიძე, რომელიც 10 წელზე მეტია, რაც სამწვრთნელო საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული, ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის წინ, რამაზ სვანაძის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება და გუნდში, გიორგი ადამიასთან და ზაურ სვანაძესთან ერთად, მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი ასისტენტის პოზიციას დაიკავებს.
"მიხარია, რომ დღეს იმ გუნდის წევრი გავხდი, რომელიც ზაფხულში კონტინენტის ერთ-ერთ საუკეთესო საფეხბურთო ფორუმზე მიიღებს მონაწილეობას და იმედი მაქვს, რომ გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარები. ჩემდამი ნდობისთვის, გუნდის მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მინდა მადლობა გადავუხადო." - ამბობს დეკანოსიძე ნაკრების პრეს-სამსახურთან საუბრისას.