ახალი არჩევნების დანიშნვას კი არა, მთავრობის გადადგომას უნდა ვითხოვდეთ – პეტრე ცისკარიშვილი

3 hours ago 3

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ არა ახალი არჩევნების დანიშნვას, არამედ მთავრობის გადადგომას უნდა ვითხოვდეთ.

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, უნდა მოსუფთავდეს ველი, ახალი ცესკო, ახალი სუს-ი, რომელიც საზოგადოების მხრიდან ნდობით აღჭურვილი პირით დაკომპლექტდება – ასეთ გარემოცვაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.

„ჩატარდება, რა თქმა უნდა, როდესაც ესენი წავლენ, ბუნებრივად ჩატარდება. გულწრფელი პასუხი თუ გაინტერესებთ, თვე-ნახევრის წინაც ვამბობდი, „მოდი, ბიძინა, ჩანიშნე არჩევნები და კიდევ ერთხელ ჩაგვიტარე არჩევნები“ – ეს აბსურდული მოთხოვნაა“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“.

სრულად წაკითხვა