რეჟისორმა დავით დოიაშვილმა საპროტესტო მანიფესტზე განაცხადა, რომ ახალი თეატრი გადის რეგიონებში. მისივე სიტყვებით, ისინი ყველგან მივლენ და ყველასთან დაილაპარაკებენ, "ყველა ნახავთ, რა შეუძლია თეატრს".
"ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს. აქ დგომა არ ყოფილა ჩვენი არჩევანი, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ რაღაცნაირად დიალოგი გამოგვენახა პროკურატურასთან, ჯერ იყო და ჩავწერეთ ვიდეობი, შევაჩერეთ სპექტაკლები, შევაგროვეთ ხელმოწერები, თავდებში დაუდგა მთელი თეატრი, მთელი ქართული კულტურა და დიდი მადლობა ამ ხალხს, ვინც დაგვეხმარა. პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია და მეტიც, გვითხრა, რომ ჩვენ არც ვართ არც ვარსებობთ და საერთოდ არ ვაინტერესებთ. დააბნელეს ყველაფერი. რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება და იქ ჩვენ ვიქნებით და ჩვენ გავიმარჯვებთ.
ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს, ეს ჩვენი ბრძოლა იყო და ამიტომ ვიწყებთ დღეს ჩვენ, მაგრამ ჩვენი მეგობრები, სხვა თეატრები აუცილებლად შემოგვიერთდება. აუცილებლად ერთად ვიქნებით. ახლავე ვიწყებთ დაანონსებას, ახალი თეატრი გადის რეგიონებში. ყველგან მივალთ და ყველასთან დავილაპარაკებთ, ნახავთ, რა შეუძლია თეატრს. შემოგვიერთდება აბსოლუტურად ყველა. ჩვენ ერთდროილად გავიშლებით რეგიონებში. სდიეთ ქართულ თეატრს. სდიეთ", - თქვა მან ახალი თეატრის წინ მოწყობილი სცენიდან სიტყვით გამოსვლისას.