რამდენიმე საათის წინ ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ პარი სენ-ჟერმენმა ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტი შეათანხმა.
აღნიშნულ საკითხს პარი სენ-ჟერმენის ფანები სოციალურ ქსელში ასე ეხმაურებიან:
"ახალი მეფე გვეყოლება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის თასს მოგვიტანს"
"დიდებული ტალანტი აქვს და თავის საქმეს საუკეთესოდ შეასრულებს"
"მასზე ბევრს არ საუბრობენ, არადა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ვინგერია"
"დემბელე, დუე, ბარკოლა და კიდევ კვარაცხელია? გუნდში უამრავი ნიჭიერი გარემარბი გვეყოლება"
"მისთვის სხვებიც იბრძოლებდნენ და უნდა დავაფასოთ, რომ ჩვენ აგვირჩია", - წერენ პსჟ-ის ფანები.