ახალი ორლეანის მერი "ტერორისტულ თავდასხმას" უწოდებს ახალი წლის დილას მომხდარ შემთხვევას, რომელსაც 10 ადამიანი ემსხვერპლა

2 days ago 4

აშშ-ში, ქალაქ ახალი ორლეანის მერმა, ლატოია კანტრელმა "ტერორისტული თავდასხმა" უწოდა ახალი წლის დილას მომხდარ შემთხვევას, რომლის შედეგადაც დაიღუპა 10 ადამიანი, დაიჭრა 30 პირი - იუწყება სააგენტო ასოშიეიტედ პრესი (AP).

ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI) იძიებს ოთხშაბათს დილით მომხდარ ინციდენტს - როცა ახალი წლის პირველ საათებში მანქანა შეეჯახა ქალაქის ცნობილ ქუჩაზე, Canal and Bourbon Street-ზე თავშეყრილ ხალხს.

AP ავრცელებს FBI-ის ახალი ორლეანის ოფისის წარმომადგენლის, ალეთეა დანკანის სიტყვებს - რომ გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილას აღმოაჩინეს სულ მცირე ერთი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა და მიმდინარეობს გამოძიება.

ახალი ორლეანის პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს არ გავიდნენ შემთხვევის ადგილის მიმდებარე არეალებში. პოლიციის ცნობით, დაჭრილები ხუთ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შემთხვევა მოხდა ადგილობრივი დროით დილის 3 საათსა და 15 წუთზე - როცა ახალი წლის დადგომის ზეიმი დასასრულს უახლოვდებოდა.

სრულად წაკითხვა