WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

18

თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე ახალი შესაძლებლობაა – 3 თვის განმავლობაში შეგიძლია, სრულად დაიბრუნო ვაჭრობის საკომისიო აშშ-ის ბირჟაზე განხორციელებულ ტრანზაქციებზე და დამატებით დასაჩუქრდე $500-მდე.

კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, სარეგისტრაციო ფორმის შევსება 15-დან 30 სექტემბრის ჩათვლით და თიბისის მობაილბანკის ინვესტიციებში მინიმუმ $10 000-ის განთავსება. ამავე ღირებულების ამერიკული აქტივების გადმოტანა შესაძლებელია სხვა საინვესტიციო პლატფორმიდანაც.

ყველა პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სრულად დაიბრუნებ ვაჭრობის საკომისიოებს აშშ-ის ბაზარზე განხორციელებულ ტრანზაქციებზე.

ბონუსის მიღებას კი განთავსებული ან გადმოტანილი აქტივების მოცულობის მიხედვით, შემდეგი პრინციპით შეძლებ:

აქტივების მოცულობა ბონუსი
$10 000–$50 000 $50
>$50 000–$100 000 $100
>$100 000–$250 000 $200
>$250 000 $500

შეთავაზება განკუთვნილია:

  • ახალი მომხმარებლებისთვის
  • ინვესტორებისთვის, რომლებსაც 2026 წლის 1 მარტიდან არ განუხორციელებიათ ტრანზაქცია და არ ჰქონიათ ნაშთი მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე

ვაჭრობის საკომისიოს დასაბრუნებლად, საჭიროა საინვესტიციო თანხა – მინიმუმ $10 000 – ანგარიშზე შენარჩუნდეს 31 დეკემბრის ჩათვლით.

აქტივების გადმოტანისას, დარწმუნდი, რომ 30 სექტემბრის 23:59 საათისთვის შენი პორტფელის ღირებულება მინიმუმ $10 000-ია. ქეშბექი არ ვრცელდება Penny Stocks-ზე ($5 ან ნაკლები ღირებულების აქციებზე), UK ბაზარზე და Smart Portfolio-ზე. ქეშბექი ჩაირიცხება ერთიანად, არაუგვიანეს 2027 წლის 15 იანვრამდე.

კამპანიაში მონაწილეობისთვის, შეავსე სარეგისტრაციო ფორმა

დეტალური ინფორმაცია და კამპანიის სრული პირობები იხილე ბმულზე.

ეს არ არის ფინანსური რჩევა.

(R)