გორში, ვერხვების დასახლებას სასმელი წყალი არ კვლავ არ მიეწოდება. მოსახლეობა პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოვიდა.
მიუხედევად წყალმომარაგების კომპანიის არაერთხელ დასახელებული დროისა, მოსახლეობა ახალ წელს სასმელი წყლის გარეშე შეხვდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაზიანებული მილის სანახავად მივიდნენ, ადგილზე მყოფმა მომუშავე ჯგუფმა უთხრა, რომ მილის აღდგენას დღის ბოლომდე შეეცდებიან.
“დაზიანებულია მილი, ვიყავით კარალეთში და ვნახეთ. მუშაობენ, დაგვპირდნენ რომ დღეს, გვიან მაქსიმალურად მოგვაწოდებენ წყალს”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, ანა მაჩიტაძე.
წყალმომარაგების ცნობით, დაზიანებული მილის აღდგენა 48 საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს.
“დაზიანების ადგილზე სრულად არის მობილიზებული, როგორც საავარიო ჯგუფები, ასევე, ტექნიკური რესურსი და პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს”, – აცხადებენ კომპანიაში.
ინფორმაციისთვის, ბოლო რამდენიმე წელია ვერხვების დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს სასმელი წყლის პრობლემა აქვთ. როგორც ისინი ამბობენ, წყალი სხვა დროსაც ხშირად ითიშება, მიუხედავად მათი მხრიდან არაერთგზის პროტესტისა, პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.