ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი, ტვ პირველთან, ამბობს:
“ხვალ რომ იმართებოდეს ადგილობრივი არჩევნები, ბუნებრივია, არავინ უნდა მიიღოს მონაწილეობა და არც მიიღებს, იმიტომ, რომ ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური და მის არჩევნებში ვინ მიიღებს მონაწილეობას? მაგრამ თეორიულად ამ არჩევნებამდე შეიძლება შეიცვალოს ეს საგარეო ვითარება.
დღეს რომ იმართებოდეს ადგილობრივი არჩევნები, არ მივდივარ არჩევნებზე, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სამყაროში დღეს ურთულესი პროცესი მიმდინარეობს. სად ვიქნებით ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში, იმის მიხედვით უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილებების მიღება. არასოდეს არ უნდა თქვა არა, რადგან ვითარება შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს. ადგილობრივი არჩევნებთან პოზიცია დიდწლად დამოკიდებულია არა მხოლოდ ქვეყნის შიდა ფაქტორებზე, არამედ ქვეყნის გარეთ მიმდინარეო მოვლენებზე.
ახლა ადგილობრივ არჩევნებზე დისკუსია, საუბარი, არასწორი და არაპროფესიონალურია.”