იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტიმო ვერნერი შესაძლოა ლაიპციგში დაბრუნდეს - აღნიშნულზე კომენტარი ტოტენჰემის ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ანგე პოსტეკოღლუმაც გააკეთა.
"ამჟამად ეს ყველაზე შორის არის ჩემი გონებიდან - უბრალოდ არ მაინტერესებს მომავალში რა მოხდება, მაინტერესებს ახლა რა ხდება.
მომდევნო ხუთ მატჩში შეგვიძლია სეზონი დავალაგოთ და ჩვეულ კალაპოტს დავუბრუნდეთ
", - განაცხადა ავსტრალიელმა სპეციალისტმა.შეგახსენებთ, ტოტენჰემისთვის პრემიერ ლიგის ახალი სეზონი არც ისე წარმატებული გამოდგა - გუნდი 15 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს. სიტუაციას კი ის ფაქტიც ამძიმებს, რომ პოსტეკოღლუს გუნდი საშინელ ფორმაშია.