WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

29

,,ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:

,,საქართველოს ეკონომიური და დემოგრაფიული წინსვლა არ დაწყებულა მეფის რუსეთის დროს

საქართველოს შედარებით წინსვლა დაიწყო რევოლუციის შემდეგ და ეს განახორციელა ორმა ქართველმა-სტალინმა და ბერიამ

სტალინის მმართველობის დროს მოხდა ქართველების როლის გაზრდა,საქართველოს კულტურული და ეკონომიური აღმასვლა

ჩვენმა გმირმა მეფემ ერეკლემ ყველაფერი იღონა საქართველოს გადასარჩენად , მაგრამ მეფის რუსეთმა არ შეასრულა “გეორგიევსკის” ტრაქტატის არცერთი პუნქტი – უფრო მეტიც , დამყრობელ მტერს მარტო შეატოვა თავად ერეკლე მეფე ანუ გაწირა საქართველო

მეფის რუსეთმა უღალატა ჩვენს სულმნათ მეფე ერეკლეს , მაშინ როდესაც მეფე ერეკლემ ვაჟკაცურად დაიცვა ყველა პირობა და ტრაქტატის პუნქტი

საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმება და პირდაპირი დაპყრობა გახლდათ “ გეორგიევსკის ტრაქტატის “ ყველა პუნქტის დარღვევა

“ გეორგიევსკის ტრაქტატით “ მოატყუეს ქართული სახელმწიფო და დაიპყრეს ჩვენი ქვეყანა.აკრძალეს ქართულ ენაზე წერა-კითხვა,განათლება,საუბარიც კი- გააუქმეს ეკლესიის ავტოკეფალია და დაიწყეს ეკლესიიდან ქართული კვალის წაშლა(ხატების განადგურება,ეკლესიის კედლებზე ქართული ხატების კირით გადაღებვა)

განვმეორდები და ვიტყვი – მეფის რუსეთმა ისეთივე საშინელება დაატეხა თავს საქართველოს , როგორც სხვა დამპყრობლებმა

მხოლოდ რევოლუციის და სტალინის ,ბერიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოხდა ქართველთა უფლებების გაზრდა იმპერიაში , ქართული კულტურის რენესანსი , მსოფლიოსთვის საქართველოს გაცნობა და რაც მთავარია – ხალხის გამდიდრება და ქართული გავლენის გაძლიერება

ამიტომ უნდა გავნასხვავოთ ქართველთა სისხლმოწყურებული , ზემოდან მაცქერალი , ყოველგვარი ქართულის გაქრობის მოსურნე მეფის რუსეთი და რევოლუციის შემდეგ ( ქართველთა მმართველობით ) საბჭოთა კავშირი , როდესაც ხდებოდა საქართველოს გაძლიერება ეროვნებით ქართველი იოსებ სტალინის მიერ ………

ახლა თქვენ განსაზღვრეთ – კარგი იყო თუ არა დარღვეული და რუსეთის მხრიდან ნაღალატები ტრაქტატი …..“

,, დღეს გვაქვს სუვერენული სახელმწიფო, ესაა ერეკლე II-ის გადაწყვეტილების შედეგი” – ირაკლი კობახიძე