,, ახლა თქვენ რას ცდილობთ – ერთი თქვენს მხარეს გაწიროთ და ათასი აქეთ?” – რეზო კიკნაძე

2 hours ago 4

რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,ნიუსი მოვისმინე, ვიღაც დაუჯარიმებია სქროლვა-სქრინვის ანტიქართულ კანტორას ჩემზე დაწერილი კომენტარის გამო, თურმე.
ჯერ ერთი, მე თუ არ ვიჩივლე, სხვას ვინ ეკითხება საქმის აღძვრას? სხვამ რა იცის, მე შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს თუ არა? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კომენტარი, რომელიც არ მინახავს და არც ვნახავდი, რანაირად შეურაცხმყოფს, როცა ჰაერში გასროლილია, ანუ ტყუილად დახარჯული?
მერე მეორეც, თავად რასაც მთელ ცხოვრებას ვუძღვნი, თავისუფლებისთვის ბრძოლაა. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ისე რომ ზღუდავთ, კლავიატურაზე რაღაცის აკრეფაც კრიმინალი გახადეთ მაგაში რანაირად აგიბამთ მხარს? კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, ვინმე გასამართლდეს სიტყვის გამო! გინდ აქეთა და გინდაც იქითა ფლანგიდან.
თავად სამშობლოს ღალატისთვის არ სამართლდებით და ხალხი გინდათ ნაწერის გამო გაასამართლოთ?
ახლა თქვენ რას ცდილობთ – ერთი თქვენს მხარეს გაწიროთ და ათასი აქეთ?
ისე, თქვენც რომ გჭამთ დიქტატორული კანონები, ვერ ხვდებით, მთავრობის მონებო? ან თქვენ მოგწონთ, რაც ხდება? რა მოგწონთ, აბა? ხალხის წელში გასაწყვეტად და კიდევ უფრო გასაღარიბებლად რომ იღებს თქვენი ვაიმთავრობა ყველა კანონს, ეგ მოგწონთ?
„ნაცებიო“ რომ დაგიხვევიათ ენაზე, ვის აჯარიმებდნენ მაგ დროს გზაზე დგომის, ტროტუარზე სიარულის, ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერის ან სოციალურ ქსელში აკრეფილი ტექსტის გამო?
რითი ჯობიხართ წინა მთავრობას? თავადაც გამოგელიათ ხომ არგუმენტები? აი, რითი არ ჯობიხართ, უამრავი რაღაც შემიძლია ჩამოგითვალოთ და ეს ჩამონათვალი დღითიდღე იზრდება.
მეტი რაღაა დიქტატურა?
მეტი რაღაა ცენზურა?
მეტი რაღაა დემოკრატიის განადგურება?
მეტი რაღაა საბჭოთა კავშირი?“

სრულად წაკითხვა