WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოში დაგეგმილ კონკრეტულ მშენებლობებთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებას და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

მეგობრებო, ქართველებო, დააკვირდით ეს ბანდიტები რას გვაზეიმებენ?

იპოდრომზე თურმე შენდება შენობა, სადაც ბინა 20 მილიონი დოლარი ეღირება. იქვე გმირთა მოედანზე, ივანიშვილის მშენებლობაზე 1 კვ. მეტრი 15 ათასი დოლარი ეღირება და მოიცა ქართველ ხალხს რა აქვს საზეიმო ამ ყველაფერში?

ის რომ ქართველი ბინას ვეღარ იყიდის და ის რომ მათი განდევნა ხდება ქალაქებიდან, იმით რომ თბილისი და ბათუმი მალე 99%-თვის მიუწვდომელი გახდება.

ან ტერმინი “არაბული ქალაქი” რა უბედურებაა? საქართველოში უკვე იყო ერთხელ არაბული ქალაქი – მას ერქვა თბილი და დავით აღმაშენებელს 30 წელი დასჭირდა ქალაქის ქართველებისთვის დასაბრუნებლად.

ხვალ ასეთივე წარმატებით გაჩნდება “ინდური”, “ჩინური”, “პაკისტანური” ქალაქები და რა თქმა უნდა, ყველა მათგანში, ისევე როგორც ყოფილ ქართულ ქალაქებში დიდი პორციით იქნებიან წარმოდგენილი რუსები. ახლა კომენტატორობის დრო კი არა, დაუყოვნებლივი მოქმედების დროა, which is long overdue“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.