3
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:
„ახლა რომ რუსთაველზე ბავშვები დგანან მათ არ ემახსოვრებათ ეს ამბავი, ამიტომ მოვყვები.
წლების წინ, ნაცების დროს, მაშინდელი რ2 ეთერიდან, ოღონდ რაღა მაშინდელი იმ დროშიც იგივე ხალხი მუშაობდა უბრალოდ სხვა უფროსები ჰყავდათ:)) მოკლედ, რ2-ის კონცერტიდან ამოჭრეს ნატო მეტონიძის სიმღერა. დაიქცა ქვეყანა. ნატოო, ლიზააა, სახე ჩამოიხოკეს. (სამართლიანადაც ) “ეს რა იკადრა არხმა” იყო მთავარი წუხილი.
ნატოს მაშინ განსაკუთრებული სოლიდარობა გამოუცხადა დოიმ. თვლიდა რომ ეს უსამართლო და არასწორი საქციელი იყო და თუ რამე როლი ჰქონდა თეატრში ყველა ნატოს მისცა:)) (ნახევრად ხუმრობით)
გავიდა წლები და ახლა ნატო მეტონიძე აღმოჩნდა სახელისუფლებო ლოჟაში და რა ხდება? მისი ხელისუფლება ჭრის დოის კონცერტიდან:))
იმედზე გავიდა კონცერტი რომლის რეჟისორი იყო დოი და ამოიღეს ყველაფრიდან. აქვე ანდრო ჭიჭინაძის დაკავების ამბავსაც შევახსენებ დღეს უკვე სამთავრობო მომღერალს.
დოისგან განსხვავებით რას აკეთებს ნატო? ნატო დუმს. ნუ, თუ მისი ხმა გვესმის მხოლოდ სახელისუფლებო კონცერტებზე სიმღერის დროს.
ნატო იცით ვინაა? აი მისი დაქალი ლიზა ხომ იცით ბაგრატიონი, ქოცების პრეზიდენტის ცოლის დაა გოგოოოო. :))) აი რაზე გადის დღეს ამათი მორალი.
მორალი, რომელიც გულისხმობდა და გულისხმობს მხოლოდ კომფორმიზმს.“