"ახლა ყველაფერი დალაგდა" - რა თქვა ანჩელოტიმ მბაპეზე

3 days ago 2

მადრიდი "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ფრანგი სუპერვარსკვლავის, კილიან მბაპეს თაობაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა. 

იტალიელი სპეცაილისტი თვლის, რომ ფორვარდის ესპანურ გუნდში ადაპტაციის პერიოდი დასრულდა. 

"ვფიქრობ, რომ კილიანის გუნდთან შეგუების პერიოდი უკვე დასრულებულია. ის აქ ყოფნით თავს მშვენივრად გრძნობს და გაცილებით უფრო მოტივირებულია." 

"ბუნებრივია, წლების განმავლობაში საფრანგეთში თამაშის შემდეგ მას ადაპტაცია სჭირდებოდა, თუმცა ახლა უკვე ყველაფერი დალაგდა", - ციტირებს ანჩელოტის Marca.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის მბაპე "თეთრებს" ზაფხულში შეუერთდა და 2024/25 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 22 მატჩში 12 გოლისა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სრულად წაკითხვა