როგორც უკვე მოგახსენეთ, პორტუგალიის ნაკრებისა და „ლივერპულის“ შემტევი დიეგუ ჟოტა 28 წლის ასაკში დაიღუპა. ის ზამორას პროვინციაში ავტოსაგზაო შემთხვევას ძმასთან ერთად ემსხვერპლა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ჟოტას თანამემამულე და ლეგენდარული ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოც გამოეხმაურა.
“ეს აზრს მოკლებულია. ახლახან ერთად ვიყავით ეროვნულ ნაკრებში და ახლახანს დაქორწინდი. შენს ოჯახს, შენს მეუღლეს და შვილებს ვუსამძიმრებ და მთელ მსოფლიოს ძალას გისურვებთ. ვიცი, რომ ყოველთვის მათთან იქნებით. მშვიდად განისვენეთ დიოგო და ანდრე. ყველას მოგვენატრებით.”, - წერს რონალდო.