საქალაქო სასამაართლოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის პროცესი მიმდინარეობს. ექსმაღალჩინოსნის საქმეზე ჩვენებას მისი ახლო მეგობარი და თანამშრომელი ჯუბო ტურაშვილი აძლევს.
ეკონომიკის სამინისტროში 2019 – ის ბოლოს დავიწყე მუშაობა- ამა წლის 7 ივლისამდე ვიყავი აქ დასაქმებული. სამსახურებრივად ვემორჩილებოდი კურატორს. ჩემი დანიშვნიდან ძალიან მალე ბატონი რომეო დაინიშნა მინისტრის მოადგილედ რომელმაც კურაცია გაუწია ენერგეტიკულ დარგს. ბატონი რომეო რეპუტაციული პერსონა გახლდათ, მას დარგის ფარგლებში ჰქონდა გამოცდილება. ენერგო პროექტების განვითარება ხდებოდა შესაბამისი დეპარტამენტის მეშვეობით, რომელსაც კურირებდა ბატონი რომეო, შესაბამისად გადაწყვეტილებებსაც იღებდა ბატონი რომეო. სამინისტროში ინახება ყველა იმ პროექტის შესახებ რასაც კერძო სექტორი ავითარებდა, ამ ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდა ტექნიკურ სამმართველოს შესაძლოა იურიდიულსაც და ასევე მე. ვერტიკალის ნაწილში ჩემიდან ინფორმაცია მიდიოდა ბატონ რომეოსთან, მისგან უკვე მინისტრთან.
მე რომ დავიწყე მუშაობა, მალევე დაინიშნა ბატონი რომეო და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით “მომავლის ენერგიას” და “ნახიდურის” პროექტებს ფლობდა რომეო მიქაუტაძე. ამის შესახებ ინფორმაცია გვქონდა დეპარტამენტს. როცა საქმე ეხებოდა ამ კომპანიების საკითხებს, განვითარების მომდევნო ნაბიჯებს, ჩემი თანამშრომლები მახსენებდნენ, რომ ამ პროექტებს ფლობდა ბატონი რომეო, – თქვა პროცესზე ტურაშვილმა. პროცესზე მოწმეს კითხვები დაუსვა თავად ბრალდებულმაც:
რომეო მიქაუტაძე
– რა ტიპის ურთიერთობა გვქონდა ჩვენ?
ჯუბო ტურაშვილი
– ახლო მეგობრული ურთიერთობა გვქონდა
რომეო მიქაუტაძე
– ჩვენი უფრო ახლო ურთიერთობა იყო თუ სხვებს?
ჯუბო ტურაშვილი
– ჩვენი. რომეო
რომეო მიქაუტაძე
– მქონდა თუ არა დავალება, ოპერატიულები ყოფილიყავით, ასობით დატოვებულ წერილებზე, რაოდენი არასასურველიც არ უნდა ყოფოლიყო, პასუხი გაგვეცა და ინვესტორებს მივხმარებოდით?
ჯუბო ტურაშვილი
– დიახ.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან.