“ახსნის გარეშე მოგვთხოვეს ბორტის დატოვება” – ბათუმი-მოსკოვის რეისი არ შესრულდა

13 hours ago 2

2

“აჭარა თაიმსის” ინფორმაციით, ბათუმის აეროპორტიდან Azimut-ის თვითმფრინავმა, რომელსაც ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით უნდა შეესრულებინა რეისი, აფრენა ვერ შეძლო.

მგზავრებისთვის უცნობია, რა გახდა შეფერხების მიზეზი. ერთ-ერთი მგზავრის ცნობით, ბორტზე მყოფ ხალხს ტერიტორიის დატოვება ახსნა-განმარტების გარეშე მოსთხოვეს.

თვითმფრინავმა თითქოს აფრენა დაიწყო, მაგრამ მოულოდნელად გაჩერდა. ხალხს ახსნის გარეშე მოსთხოვეს ბორტის დატოვება. ახლა ყველა ტერმინალში ველოდებით რეისის შესრულებას,” – ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.

“მოსკოვის ყველა აეროპორტი დაიხურა, ელოდებიან უკრაინული უპილოტოების შემოტევას” – ბატიაშვილი

სრულად წაკითხვა