“ბაბილოსთან” დაკავებები დაიწყეს – რესტორანში მუსიკის ხმას ბოლომდე აუწიეს

3 weeks ago 4

3

რესტორან “ბაბილოსთან”, სადაც მოსამართლეთა კლანის საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს, ოლიგარქის პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.

ადგილზე ვითარება ბოლო რამდენიმე საათში რამდენჯერმე დაიძაბა. მოსამართლეთა კლანის ნაწილი ღონისძიებას შეძახილების ფონზე, რეჟიმის პოლიციის კორდონის საშუალებით ტოვებდა.

კლანის ნაწილი კვლავ რესტორანში რჩება.

ადგილზე იმყოფებიან რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულების დედებიც. ისმის შეძახილები: “მონა, მონა”.

ადგილზე მყოფი ჟურნალისტების თქმით, დაკავებების მომენტში, რესტორანში მუსიკის ხმას ბოლომდე აუწიეს.

სრულად წაკითხვა