ბადრი ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. “ძლიერი საქართველოს” ლიდერი იმ 50 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ასაჩივრებს, რომელიც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გამოუწერეს.
სააპელაციოს გადაწყვეტილების მისაღებად 24 საათიანი ვადა აქვს. კოლეგიას შეუძლია, სხდომის გარეშე თქვას, იყო თუ არა ბადრი ჯაფარიძისთვის შეფარდებული გირაო სამართლიანი.
დღეს გავასაჩივრეთ ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახე, რომელიც გირაოს სახით იქნა გამოყენებული. ჩვენ მივიჩნევთ, რომ გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უკანონო. არანაირი მტკიცებულება პროკურატურის მხრიდან არ არის წარმოდგენილი, რომ აღნიშნული კომისია იყო უფლებამოსილი და შესაბამისად, არაუფლებამოსილი კომისიის მოთხოვნა არის უკანონო. სწორედ ამაზე შევიტანეთ საჩივარი, – ამბობს ადვოკატი.
სააპელაციოს პასუხს ელოდება მამუკა ხაზარაძეც. ის პირველი იყო, ვინც წულუკიანის დაუმორჩილებლობისთვის დასაჯეს. ჯერ ბრალი წაუყენეს, შემდეგ კი 50 ათასს ლარიანი გირაო დააკისრეს.