“ბავშვია, ბიჭო!!! ბავშვიიიიი!!! გამოუშვით!!!- დუტა სხირტლაძე

1 week ago 4

მსახიობი დუტა სხირტლაძე 18 წლის სამოქალაქო აქტივისტს, სანდრო ქინქლაძის დაკავებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში ახალგაზრდების მხარდამჭერს პოსტს აქვეყნებს:

“ბავშვია, ბიჭო!!! ბავშვიიიიი!!! გამოუშვით!!! ჩემი მხარდაჭერა შენ, კარგო ბიჭო და ყველას ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს (მათ შორის ჩემი უმცროსი კოლეგებიც).. პატარა გოგო-ბიჭებს… ჟურნალისტებს, ოპერატორებს… ქვეყანა ამათია. შვილებისაა… ვიღაცეები “ბანდერლოგებს” უწოდებენ.. აი ამათ… ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ახალ თაობას… თავისუფლებაში დაბადებულებს. ამათი გონება რომ მოგცათ მაგინებლებს – ისე შეგრცხვებოდათ საკუთარი თავის. თუ არ გჯერათ – გაბედეთ და დაელაპარაკეთ. ნებისმიერს. თუმცა რაზე უნდა დაელაპარაკოთ… ბავშვები, შვილები, ახალი თაობა – ესაა ჩვენი საზრუნავი და ჩვენი მომავალი… ამათ ვერავინ მოერევა. ვერც ვერავინ მორევია. ვერასდროს” წერს დუტა სხირტლაძე და სანქდრო ქინქლაძის ფოტოს აზიარებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო ქინქლაძეს 9 დეკემბერს 12 დღით თავისუფლება აღუკვეთა. მას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. სანდრო ქინქლაძე ვარკეთილში, მეგობრის სახლიდან გამოსვლის შემდეგ დააკავეს. ის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა.

სრულად წაკითხვა