მოსამართლე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა.
მას ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი) - ხელისუფლების მიმართ ლოიალურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, როგორ აწნის სილას მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს, ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს.
48-ე დღეა საქართველოში გრძელდება პროევროპული აქციები. ამ აქციებზე პოლიციამ იძალადა ათეულობით მოქალაქესა და ჟურნალისტზე. მათ შორის არაერთს მძიმე დაზიანებების გამო კლინიკაში დასჭირდა გადაყვანა.