1
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:
განსაკუთრებით ბათუმელთა საყურადღებოდ
გონიოში “არაბული ქალაქის” აშენება ბოლომდე კლავს “ბათუმი ბათუმელებისთვის” ჩემს გეგმას და იდეას.
საქმე იმაშია რომ ძირითადად რუსებისთვის აშენებული კორპუსების ჩადგმით ბათუმი გაიზიარებს იგივე ბედს, რაც ეწია ბულგარულ ბურგასს, სადაც მოსახლეობის მესამედი რუსია ხოლო ამ საპორტო ქალაქის მოსახლეობის ნახევარი იძულებული გახდა დაეტოვებინა ბულგარეთი.
საქმე იმაშია, რომ თავიდანვე მე ახალი ბათუმი ჩავიფიქრე, როგორც მრავალფუნქციური ცოცხალი ქალაქი, სადაც იქნებოდა ბევრი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი.
რა თქმა უნდა, ჯერ იყო ტურისტული ინდუსტრია, სადაც მე ბათუმში ჩასული ტურისტების რაოდენობა გავზარდე სამასჯერ, მაგრამ ტურიზმი მაინც სეზონურია, შემოდგომაზე ის იკლებს. ამიტომ გავაფორმეთ კონტრაქტი მსოფლიოს უმდიდრეს “როიალ კარიბეანის” კომპანიასთან, რომელსაც ოქტომბრიდან დეკემბრამდე ბათუმში უნდა ჩამოეყვანა ასობით ათასი მაღალი გადახდის უნარიანი ძირითადად ამერიკელი ტურისტი. ივანიშვილმა ეს ხელშეკრულება 2012-ვე გააუქმა.
სწორედ ბათუმი ავარჩიე ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განთავსების ადგილად. ამ უნივერსიტეტში იქნებოდა მინიმუმ 10 ათასი სტუდენტი და მასწავლებელი რომლებიც არა ზაფხულის თვეებში სიცოცხლით აავსებდა ქალაქს.
ჩემი შემდგომი დიდი პროექტი იყო, ბათუმიდან აეროპორტის გადატანა ქობულეთის მომიჯნავე გურიის სოფელ მერიაში, ხოლო გონიოში საერთაშორისო ბიზნეს და ფინანსური ცენტრის აშენება, სადაც გადმოვქაჩავდით მთელი მსოფლიოდან ფინანსებს და ბათუმი გახდებოდა იგივე რაც ოდესღაც იყო ბეირუთი და ახლა არის დუბაი და სინგაპური. აქ დასაქმდებოდა მრავალი ათასი ადგილობრივი მოქალაქე, ახლა ივანიშვილი ბოლომდე კლავს ამ დიდ იდეასაც.
საერთოდ ივანიშვილს ყოველთვის ეზიზღებოდა აჭარა. რამდენიც არ ვეცადე თავის დროზე ვერაფრით ვერ დავითანხმე აჭარაში ფულის ჩადებაზე. 2-ჯერ პირადად დავათვალიერებინე ბათუმი. დელფინარიუმიც კი, რომელიც პრაქტიკულად ძალით შევტენე, მიახალტურა და თავდაპირველი ლამაზი პროექტის ნაცვლად, ჯიხურის ტიპის უფერული შენობა ჩადგა.
ახლაც მისი ბანდა უმოწყალოდ ანადგურებს ბათუმს და პრაქტიკულად ამ ბოლო ნაბიჯებითაც მთლიანად მოუსპო ბათუმელებს პერსპექტივა.
არის ერთი და ალბათ უმთავრესი მიზეზი ბათუმთან ასეთი დამოკიდებულების. მთავარი არსი ივანიშვილის მოქმედებების არის ჩემი მემკვიდრეობის მთლიანი განადგურება, ვინაიდან ბათუმი იყო ჩემი პრეზიდენტობის ყველაზე წარმატებული პროექტი, აუცილებელია მისი მოხრჩობა.
უნდა მოვასწროთ და ხელიდან გამოვგლიჯოთ ამ ბარბაროსებს ბათუმი და საქართველო.

2 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·