
ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა 13 მაისს თანამდებობა დატოვა. მან ამის თაობაზე „ფეისბუქის“ პოსტში დაწერა, სადაც მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების დიდ ოჯახს“ და აღნიშნა, რომ ამ გუნდის ერთგულ წევრად რჩება. ჯერჯერობით უცნობია ვინ შეცვლის ჩიქოვამს ბათუმის მერის პოსტზე.
„ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ“, – წერს ჩიქოვანი.
ჩიქოვანი ბათუმის მერად 2021 წელს აირჩიეს. მანამდე იგი 2020 წელს მერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო ლაშა კომახიძის გადადგომის შემდეგ მერის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. 2018 წლიდან 2021 წლამდე ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.
ჩიქოვანის გადადგომამდე რამდენიმე კვირით ადრე, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა თორნიკე რიჟვაძემ. იგი გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებულმა პოლიციის მაღალჩინოსანმა სულხან თამაზაშვილმა ჩაანაცვლა, რომელიც ამ თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა წარადგინა.
This post is also available in: English
Read Next
04/04/2025 - 20:30
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა დატოვა
10/07/2023 - 21:34
„TI საქართველო“ აქვეყნებს კვლევას აჭარაში გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ
12/04/2023 - 16:13
„TI-ის“ ვარაუდით რუსეთის მოქალაქეები ბათუმთან საცხოვრებელი უბნის აშენებას კორუფციული გზებით ცდილობენ
11/08/2022 - 15:25
„TI საქართველო“ აჭარის რეგიონის სახელმწიფო შესყიდვებში კორუფციულ რისკებზე საუბრობს
02/04/2022 - 11:45
რუსი სენატორის ვარაუდით, შესაძლოა, თურქეთი აჭარას საქართველოს შემადგენლობიდან გასვლაში დაეხმაროს
21/02/2022 - 18:50