ბათუმის აქციის მთავარი მედროშე თემურ ქათამაძე წუხელ, 11 იანვარს დააკავეს აქციაზე და დღეს, 12 იანვარს, აქციას იგი ვერ ესწრება, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, გამოცემა ბათუმელების ცნონით, ფრიალებს მისი დროშა, რომელიც ლაშა ორაგველიძემ შეაკეთა და აქციაზე მოიტანა, როგორც გამარჯვების და წინააღმდეგობის სიმბოლო.
🟥 თემურ ქათამაძე, მუჰაჯირების შთამომავალი, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს, დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად. იგი ამჟამად ლანჩხუთის იზოლატორში იმყოფება.