“ბათუმის ორბი სითის კატასტროფის ავტორებს მორიგი უბედურების მოწყობა სურთ” – ლევან ლორთქიფანიძე

1 hour ago 3

მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ერთ–ერთი ლიდერი, ლევან ლორთქიფანიძე, ავრცელებს ვიდეოს, სადაც მოძრაობის წევრები საუბრობენ იმაზე, თუ სად და როგორ გეგმავს ორბი ჯგუფი მშენებლობას და წერს:

მთელმა საქართველომ იცის ბათუმის ორბი სითის კომპლექსი… ეს არის უზარმაზარი კორპუსები, ასანთის კოლოფის ოდენა ოთახებით, ქაღალდის კედლებით, რიგებით ლიფტებთან და ა.შ. ანუ სრული კატასტროფა! გარეგნულ სიმახინჯესა და უკონტექსტობაზე არაფერს ვამბობ.

ამ კატასტროფის ავტორებს მორიგი უბედურების მოწყობა სურთ ბახმაროს ხელთუქმნელ ლანდშაფტში. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობაზე ფიქრობდეს, პატარა მშვენიერი ქოხების სივრცედ ხედავდეს ამ უნიკალურ კურორტს, ბეტონის შუბს სთხრის ბახმაროს გულში.

იმ შემთხვევაში, თუ ორბი ჯგუფი მოძრაობას “სოციალური დემოკრატიისთვის” უპასუხებს, მასალა განახლდება,

“>

სრულად წაკითხვა