4
ფოტო: “ბათუმელები”
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა ჩელებაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გამოცემის ცნობით, ახალი პოლიციის უფროსი რამდენიმე დღეა რაც თავის მოვალეობას ასრულებს.
მამუკა ჩელებაძე ბათუმის პოლიციის უფროსად დანიშვნამდე შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს დეტექტივების [ოპერატიული] სამმართველოს უფროსი იყო.
ბათუმის პოლიციის უფროსის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მოძალადე პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე თბილისში გადაიყვანეს.