ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

5 hours ago 3

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

დღეს სასამართლო პროცესზე პროკურატურის მოწმეებს, პოლიციელებს ჰკითხავენ.

საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.

პროცესის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს: „თავისუფლება მზიას“ – სკანდორებენ ადგილზე შეკრებილები.

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

საქმეზე ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე დაზარალებულად სცნეს. ჟურნალისტს, სწორედ დგებუიაძის მიმართ სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის მუხლით ასამართლებენ.

დაცვის მხარის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ დგებუაძემ ქალ ჟურნალისტს შეაფურთხა, არ მისცა ტუალეტით სარგებლობის უფლებაც.

გასაჯაროვდა პოლიციელის ჩვენებაც, სადაც დგებუაძე ამტკიცებს, რომ „იგრძნო ტკივილი“ და „ლოყა გაუწითლდა“.

წინა კვირას საქმეზე გამოკითხულმა პოლიციელმა, თამარ კერესელიძემ დაადასტურა, რომ მზია ამაღლობელი დაახლოებით 2 საათი ხელზე ბორკილდადებული იყო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში.

სრულად წაკითხვა