ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი კირთაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
“კოალიცია ცვლილებისთვის” ინფორმაციით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს ელენე ხოშტარიაც.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე ჯამში დაკავებული იყო რვა პირი – ადმინისტრაციული წესით – 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ისინი სტიკერების გაკვრას შეეცადნენ.