ბათუმში დაკავებული დეკანი და 4 სტუდენტი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

1 week ago 3

ბათუმში, ოლიგარქის სასამართლომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანის და პროფესორ მამუკა ჯორბენაძეს და 4 სტუდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათ ოლიგარქის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობას ედავება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი 9 დეკემბერს დააკავეს. მამუკა ჯორბენაძე ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. დაკავებამდე მას უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორის თეა ცაგურიას ქმარი დაემუქრა და ფიზიკურად გაუსწორდა. მუქარის ამსახველი შეტყობინების სქრინი სტუდენტებმა გაასაჯაროვეს. ახალგაზრდების თქმით, ცაგურიას ქმარი ირაკლი დევაძე, თანამდებობის პირია. დაკავებულებს ბრალდება დღეს წარედგინათ.

სტუდენტებმა და ლექტორებმა მოსამართლის სახელზე მიმართვაც გააკეთეს და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს.

ფოტო:ipn

სრულად წაკითხვა