ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 8 პირი დააკავეს – ინფორმაცია „პირველების“ ჟურნალისტს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსმა ირაკლი დგებუაძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით – 166-ე და 173 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაკავებული.
ყველა პირი, რომელიც დაკავებული იქნა პოლიციის მიერ, არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული – 166-ე და 173 მუხლებით, ზოგიერთ მხოლოდ 173-ე მუხლით, რაც პოლიციის შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევისთვის. დაკავებულია რვა ადამიანი“, – განაცხადა მან მედიასთან.
ბათუმში საპროტესტო აქცია გრძელდება