ბათუმში ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა

3 hours ago 4

ბათუმში სანაპიროზე შტორმმა ინფრასტრუქტურა დააზიანა. ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად პარკებსა და სკვერებში ხე-მცენარეები წაიქცა.

მოქალაქეების ინფორმაციით, ბათუმში რამდენიმე ადგილზე მრავალწლოვანი ხეები საბავშვო სკვერს დაეცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბათუმში ძლიერი ქარი და წვიმა ამ დრომდე გრძელდება. სანაპიროს ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

სრულად წაკითხვა