ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის $8 მილიარდის ღირებულების იარაღის მიყიდვის შესახებ შეთანხმება დადო – მედია

1 day ago 2

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს “არაფორმალურად” აცნობა ისრაელისთვის 8 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების გადაცემის შესახებ შეთანხმების თაობაზე. მედიის ცნობით, შეთანხმება, სხვა იარაღთან ერთად, მოიცავს რეაქტიული თვითმფრინავების, შვეულმფრენებისა და საარტილერიო ჭურვების გაგზავნას.

Axios-ი წერს, რომ ეს იქნება ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის ბოლო შემთხვევა, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია დაამტკიცებს.

მედიასაშუალების წყაროს ცნობით, საქმე ეხება გრძელვადიან შეთანხმებას – საბრძოლო მასალის გარკვეული ნაწილი ისრაელს შეიძლება მიეწოდოს შეერთებული შტატების ამჟამინდელი მარაგით, მაგრამ დიდი ნაწილის გაგზავნას ერთი ან მეტი წელი დასჭირდება.

სრულად წაკითხვა