“ბანკების ნაბიჯი დასაფასებელია არა გამოყოფილი თანხის, არამედ პროტესტისადმი სოლიდარობის გამო, რაც ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაფუჭების რისკებს შეიცავს” – ხუხაშვილი

2 days ago 4

1

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:

ბანკების მიერ გადადგმული ნაბიჯი, ჩემის აზრი, დასაფასებელია უპირველეს ყოვლისა არა გამოყოფილი თანხის, არამედ პროტესტისადმი სოლიდარობის და ევროპული არჩევანის ცალსახა მხარდაჭერის გამო, რაც უდავოდ ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაფუჭების სერიოზულ რისკებს შეიცავს.

ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში მათი კრიტიკა თანხის ოდენობის, ან “ალტერნატული ფორმების” არ გამოყებნების გამო არასწორია.

ასეთი დამოკიდებულება სხვა ბიზნესებსაც გაუქრობს სოლიდარობის სურვილს და ძლივს გახსნილ ნომენკლატურული კაპიტალიზმის სისტემას ისევ ჩაკეტავს.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ვიმყოფებით, ყველა სოციალ-ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფის გაჯანსაღების პროცესის დასაწყისში და სიჩქარე, რომ ერთ დღეში გვინდა ყველაფერი მივიღოთ, მხოლოდ დამაზიანებელია და პრობლემას უქმნის ყველაფერს.

მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს და ტიბისი ბანკებს სახალხო ფინანსური ინსტიტუტის ფორმირებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებისთვის.

სრულად წაკითხვა