WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

2027 წლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკი ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პირობებს ამკაცრებს.

1500-2500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებს სესხის ლიმიტი გაუნახევრდებათ.

აქამდე, სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 1500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის 25% იყო, ხოლო 1500 ლარს ზემოთ – 50%.

,,აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას” – წერს ეროვნული ბანკი.